გზა უცოდველობიდან ცოდვილობამდე

ავტორი : ნინი ხალვაში

გზა უცოდველობიდან ცოდვილობამდე

„ვინ“ არის დამნაშავე? ამ შეკითხვას მარტივი პასუხი აქვს, ის, ვინც ჩადის დანაშაულს. მაშ, რა არის დანაშაული? ამ კითხვაზე საზოგადოება რამდენიმე ნაწილად იყოფა, ზოგი დანაშაულს კანონ დარღვევას მიაწერს, ზოგი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, ზოგიც

ამას სულიერებას მიაწერს. შესაძლებელია ნებისმიერი იყოს დამნაშავე? რა თქმა უნდა, ადამიანი არ არსებობს დანაშაულის გარეშე, მხოლოდ მკვლელი, ქურდი და მოძალადე არ არის ნამნაშავედამნაშავე, არის დიდი და პატარა დანაშაული, დანაშაულია ისიც, რომ მოიტყუები, სკოლაში უსწავლელი წახვალ, დამნაშავეს დაეხმარები ან თუნდაც საზოგადოებრივ წესრიგს დაარღვევ.

საზოგადოება ვახსენებთ და მის როლზეც ვისაუბროთ, საზოგადოება, როგორც ყოველთვის, უდიდეს როლს თამაშობს და გიბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ, ჩვენდა უნებურად შეიძლება, ჩავიდინოთ დანაშაული, თუ ამაზე საზოგადოების „ელიტური ნაწილი“ მოგვიწოდებს.

დანაშაული ყოველთვის საბოლოო წერტილი არ არის და შესაძლებელია, ყველაფრის გამოსწორება, თუ ამას მოინდომებ, მაგრამ თუ დანაშაული დიდია, სახელმწიფო ძალდატანებით გაიზულებსგაიძულებს, რომ „გამოსწორდე“, ამისთვისაა სწორედ ციხე. ეს არაა ის, რომ სასჯელი მოიხადო, ეს იმისთვისაა, რომ დანაშაულზე დაფიქრდე და გამოასწორო ის.

საბოლოოდ, დანაშაული ეს არის დარღვევა, რომელიც შეიძლება ჩვენდა უნებურად ჩავიდინოთ და ამის გამოსწორების შანსიც გვაქვს, მაგრამ უმჯობესია, თავი შევიკავოთ პატარ პატარა და არ ჩავიდინოთ დიდი დანაშაული.




Comments