საზოგადოება და დამნაშავე

                                                    ავტორი : გიორგი ბერიძე

                                                              საზოგადოება და დამნაშავე

ადამიანის დამნაშავედ ჩამოყალიბებაში წვლილი მიუძღვის, ცუდ გარემოს, სადაც ბავშვი იზრდება და პირველ ფესვებს იდგამს, ასევე დიდ როლს თამაშობს ოჯახი. მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი არის საზოგადოება, რადგან ზუსტად საზოგადოება არ აქცევს ყურადღებას იმას, ვინც გასაჭირშია ( ადამიანების, რაღაც რაოდენობა, რომელიც ახლოს არის, იმასთან, ვისაც უჭირს, მაგრამ არ ეხმარება). შეიძლება ვიღაცამ თქვას, საზოგადოება რა შუაშიაო, მაგრამ თუ ყველა ადამიანი იტყვის, სხვა დაეხმარება, სხვა დაეხმარება, ბოლოს რა იქნება?. ასევე არის ბულინგი, როდესაც ერთი ბრბო ჩაგრავს სხვა ადამიანს. ესეც საზოგადოების ბრალია, რადგან ( ზუსტად იგივე ფსიქოლოგიაა: სხვა დაეხმარება ) არავინ ცდილობს, რომ მათ შეეწინააღმდეგოს და დაიცვას სუსტი. ასინი ამას ვერ ან არ აკეთებენ, რადგან მათ ჰგონიათ, რომ თუ სუსტს დაეხმარებიან, მათაც იგივე დაემართებათ და მათაც გარიყავენ. მაგრამ თუ ადამიანების ჯგუფი შეიკრიბება და ბრბოს დაუპირისპირდება, ამ პრობლემის გადაწყვეტა უფრო ადვილია.

საზოგადოების პასუხისმგებლობა დამნაშავის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამნაშავე ადამიანებს ნდობა დაკარგული აქვთ სხვა ადამიანების მიმართ და მათგან არც არაფერს ელოდებიან.

საზოგადოების დამნაშავის მიმართ პასუხისმგებლობა იმაში მოისაზრება, რომ საზოგადოებამ დამნაშავეს აჩვენოს თანაგრძნობა და დაეხმაროს სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნებაში. მთავარი თანაგრძნობაა. საზოგადოებამ უნდა აჩვენოს დამნაშავეს, რომ მას არ რიყავენ. საზოგადოებას შეუძლია დამნაშავეს მისცეს სრულფასოვანი ცხოვრება.

დამნაშავედ ადამიანი იქცევა მაშინ, როდესაც საზოგადოება მას არ აფასებს, მათ ჩაგრავენ და რიყავენ. ადამიანს, რომელსაც სხვები არაფრად თვლიან და დახმარების ხელს არ უწვდიან, თავისდაუნებურად დამნაშავე გახდეს. ამაში საზოგადოებას მიუძღვის წვლილი.

ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი მოთხრობა „ სარჩობელაზედ “, რომელიც არის ილია ჭავჭავაძის. ილია ჭავჭავაძეს ამ მოთხრობის დაწერა იმიტომ მოუნდა, რომ უნდოდა შეწინააღმდეგებოდა სიკვდილით დასჯას. მოთხრობაში არიან ძმები, რომლებიც, ოჯახმაც და საზოგადოებამაც გარიყა, გარდა ერთი ადამიანისა, პეტრესი, რომელმაც მათ აჩვენა, რომ იყო ადამიანი დარჩენილი, რომელიც მათ კარგად და სამართლიანად მოექცა. მათ აჩვენა სიკეთე. 4 წლის შემდეგ, როდესაც უფროს ძმას სარჩობელაზედ ასამართლებდნენ. ჩამოხრჩობის პროცესში პეტრე მივიდა და მის ჩამოხრჩობას უყურებდა, მაგრამ მას ეს განძრახ არ გაუკეთებია, ეგონა, რომ ის ადამიანი კი არა, ტომარა იყო. ჩამოხრჩობის შემდეგ პატარა ძმამ პეტრეს წერილი მიწერა, სადაც ისტორია იყო ორ ძმაზე, თუ როგორი ცხოვრება გამოიარეს და საზოგადოებამ როგორ აქცია მათ ზურგი, მარტო პეტრე იყო ის, ვინც მათ სიკეთე აჩვენა. უმცროსმა ძმამ წერილში პეტრეს უთხრა, რომ საზოგადოებასთან დამაკავშირებელი უკანასკნელი ხიდი დაინგრა და უთხრა, რომ თუ ჩემი ნახვა გინდა, მეც სარჩობელაზედ მნახე. მან პეტრეს მოპარული ფული ასმაგად დაუბრუნა, რომელიც პირველად შეხვედრის დროს მან ჯიბეების მოჭრით მოპარა.

რეალობიდანაც გვაქვს მაგალითები, როდესაც ილია ჭავჭავაძე რუსების მიერ დაქირავებულმა ქართველებმა მოკლეს, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ისინი სიკვდილით დაესაჯათ და სასამართლომაც ასეთი განაჩენი გამოიტანა. ილიას ცოლმა ოლღა

გურამიშვილმა სასამართლოს წერილი მისწერა და უთხრა ჩემი ქმარი, რომ ახლა ცოცხალი ყოფილიყო, მათ სიკვდილით არ დასჯიდა. ოლღა გურამიშვილმა სასამართლოს სთხოვა, რომ ისინი სიკვდილით არ დაესაჯათ, მხოლოდ ციხეში ჩაესვათ.

ილია ჭავჭავაძის მოთხრობა და ოლღა გურამიშვილის წერილი კარგი მაგალითია თუ როგორ ზეგავლენას ახდენს საზოგადოება დამნაშავეზე და, როგორ მიუძღვის ბრალი, თუნდაც მისდაუნებურად, საზოგადოების თითოეულ წევრს ადამიანის დამნაშავედ ჩამოყალიბებაში.







Comments