როგორ ხდება ადამიანი ბრბოს ნაწილი?

 ავტორი : მაგდა ბერაძე

როგორ ხდება ადამიანი ბრბოს ნაწილი?

ალბათ ყველას გვიფიქრია ოდესმე, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი, ან რა არის ადამიანის არსი. თითქოს ადვილი კითხვაა,

მაგრამ თუ უფრო ჩავუღრმავდებით ამ თემას, მივხდებით რომ არც ისე ადვილია, გასცე ამ კითხვას პასუხი. ადამიანი არის არსება, რომელიც იბადება, გადის ცხოვრების რაღაც ეტაპებს და კვდება?

იმისთვის, რომ გაიგო პიროვნების არსი და გაიგო ვინ ხარ,? ამისთვის უნდა გაიარო გრძელი გზა. ადამიანის მთავარი ძალა უნდა იყოს სიყვარული, სიკეთე, მეგობრობა და სითბო, მაგრამ ხშირად არ ხდება ასე და არსებობენ საპირისპირონიც. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სჩადიან დანაშაულს, არიან ცოდვილები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ,,მსხვერპლნი''.

საინტერესეოა როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს დამნაშავე და ,,მსხვერპლი''?

როდესაც საუბარია მსხვერპლზე, ბოროტებაზე, დამნაშავეზე ალბათ ყველას გვახსენდება სიტყვა ბრბო. ასეა არა?

რა არის ბრბო?

ბრბო არის რაღაც ერთეული, მასა რომელიც შედგება უსულო, ბოროტი ადამიანებისგან. ისინი ისწრაფვიან ბოროტული მიზნისკენ. ბრბო ერთ რამე ძალაზეა დამორჩილებული, ბრბო ადამიანებში მოქმედებას იწყებს და ამ დროს თითქოს ყველაში იღვიძებს ცხოველური ინსტიქტები. საჭიროა უბრალოდ გამოჩნდეს ერთი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს, მერე კი ყველა მას დაემორჩილება. ბრბო ადამიანს ანადგურებს და მას ბევრ ცოდვას ჩაადენინებს ხოლმე.

ბრბოს ფსიქოლოგია ყოველთვის იყო, არის და დარჩება აქტუალურ თემად. ის, რომ ეს აქტუალური თემაა ასახულია ლიტერატურულ ნაშრომებშიც.  ყველა ლიტერატურულ ნაწარმოებში კარგად ჩანს ბრბოს უგულობა, უსულობა, უსამართლობა და საზოგადოების როლი ამ ყველაფერში.

ძალიან კარგად გამოჩნდა ბრბოს ფსიქოლოგია ილია ჭავჭავაძის მოთხრობაში ,,სახრჩობელაზედ'', სადაც ვნახეთ რომ ზოგჯერ ადამიანი შეიძლება იყოს ბრბოს მსხვერპლი ბავშვობიდან და ზოგჯერ უდანაშაულო ადამიანებიც კი შეიძლება შემთხვევით აღმოჩნდნენ ბრბოს ნაწილში.

ეს მოთხრობა ორი ძმის ტრაგიკული ისტორიაა. ამ ბიჭებს ბავშვობიდანვე ზურგი შეაქცია ყველამ.სამყარო თავიდანვე უსამართლოდ მოექცა მათ, აღვნიშნავ იმ ფაქტს რომ ბიჭებს მამა გარდაეცვალა და მათი დედა გათხოვდა, მამინაცვალმა კი მათ ვერ გაუწია მამობა,სათანადო ყურადღება მაგრამ მან ადამიანობაც არ გამოიჩინა, როცა სახლიდაან გაყარა ბავშვები.ის, რომ მათი ცხოვრება უსამართლო იყო ჩანდა მის წერილში, სადაც ის წერს, თუ როგორ არ უნდოდა იმის კეთება, რასაც აკეთებდა. როგორ შიმშილობდა ძმასთან ერთად... როგორც ჩანს, ეს ბავშვები პატარაობიდანვე აღმოჩდნენ ბრბოს მსხვერპლნი, დედამ მიატოვა, მამინაცვალმა სახლიდან გამოაგდო, ისინი ვინმემ არ დაინდოდა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს მათ ქურდობა. აქ უკვე გავაცნობიერე, თუ როგორ შეიძლება გააბოროტოს საზოგადოებამ პიროვნება. ამ ძმების სულშიც შეაღწია საბოლოოდ ამ ბოროტებამ და გადააწყვეტინა მამინაცვლის მოკვლა, სწორედ ამიტომ ჩამოახრჩეს ერთი ძმა, მაგრამ ამას ხალხში არ გამოუწვევია სინანულის გრძნობა, პირიქით ხალხს ისე ჰქონდა ეს გრძნობა დაკარგული, რომ ეს მათთვის სანახაობა იყო. ერთხელაც სოფელში ძმებმა გაიცნეს პეტრე, რომლის გულკეთილობამაც მათი გული თითქოს და გაათბო, მაგრამ არა, მათ ისე ჰქონდათ გულში ჩაბეჭდილი ბოროტება და შურისძიება, რომ ისიც გაქურდეს. სწორედ ამ შურისძიების გრძნობამ მიიყვანა ისინი იქამდე, რომ მამინაცვალი შემოაკვდათ. საბოლოოდ კი უფროსი ძმა გაამწარა იმან, რომ მას ერთადერთი ძმა მოუკლეს, მან შეიძულა ადამიანი და სიცოცხლეც.ნეტავ რატომ ჰქვია ამ მოთხრობას ,, სახრჩობელაზედ''? იმიტომ, რომ ეს ძმა ამ სახრჩობელაზე ჩამოჰკიდეს, თუ იმიტომ რომ თვით ეს უსამართლობაა სახრჩობელა, რომელიც გულში და სულში გიჭერს.როცა ძმა სიცოცხლეს გამოასალმეს, ბრბოსგან მხოლოდ მხიარული შეძახილები მოჰყვა და კმაყოფილი სახეები ამ სანახაობის ყურების შემდეგ, აი ესაა ბრბო. პეტრეს რაც შეეხება, ის ხომ არ ყოფილა ბრბოს ნაწილი, მაგრამ როცა ის დაინტერესედა ამ სანახაობით სწორედ მაგ დროს დაიწყო ბრბომ მის სულში შეღწევა, მას ბოლომდე ეგონა, რომ ეს დადგმული სცენა იყო, ის უყურებდა ამ სანახაობას.

გავიხსენოთ რა მოხდა ჯავახიშვილის ,, ეშმაკის ქვაში ''. მწერალი კარგად გვაჩვენებს იმას, თუ როგორ მალე შეიძლება მოხდეს ხალხის ბრბოდ გადაქცევა, და როგორ შეიძლება ,,ანგელოზიც''ც კი გახდეს ბრბოს მსხხვერპლი. ( რომ დავაკვირდეთ, როგორ იწყება მისი ნაწარმოები, ის ნათლად გვიჩვენებს იმდროინდელ საზოგადოებას, სიძულვილის ენას ). ყვება იმაზე, თუ როგორ გამოჩნდნენ ქურდები სოფელში, მგლის ლეკვებს ეძახდნენ ერთხელაც ყველას ყელში ამოუვა ამათი ქურდობა და მათ ქურდობის დროს დაიჭერენ, სწორედ მაშინ დაიწყო ამ ხალხის ბრბოდ გადაქცევა. ყველა მათ ლანძღავდა, ზოგი მათ ხანჯლებით აკუწვას ითხოვდა. ერთმა კაცმა თქვა ეს მგლის შვილები ცოცხლები არ უნდა იყვნენო და დანარჩენებიც აყვნენ. ყველა იქ ერთმა სურვილმა გააერთიანა. ასე დაემართა სოფიოს იმის მაგივრად, რომ დახმარებოდა ბიჭებს და დედას დახმარებოდა,ის წავიდა იქ, რათა ისინი გადაერჩინა, მაგრამ მას გონება დაუბინდა იმ შეძახილებმა : ,, ჩავქოლოთ, ჩავქოლოთ'', ისიც ბრბოს აყვა, მეტიც მასში ეშმაკმაც შეაღწია და ბრბომაც, რადგან მანაც აიღო ქვა და ისროლა, საბოლოოდ კი ამან მისი სიკვდილი გამმოიწვია. ასე ხდება, როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი ის ბოლოს უძლური ხდება ბრბოსთან, სადაცაა ბრბო იქაცაა ბოროტება,სისასტიკე, შურისძიება და მტრობა. ბრბოში აღმოჩენილი ადამინი კარგავს არჩევნის კეთების უნარს, ბრმად ემორჩილება ბრბოს და ანადგურებს ყვეელაფერს.

და ბოლოს

ხალხი პიროვნებათა გაერთიანებაათავმოყრაა, პიროვნებას კი ვიცით, რომ აქვს უნარი გაარჩიოს ერთმანეთისგან ცუდი და კარგი, ჰქონდეს თავისი აზრი და არჩევანი. იმისთვის, რომ გავიგოთ პიროვნების არსი, კი უნდა გავიაროთ გრძელი გზა, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება,

რომ ამ გზაზე მოულოდნელად შეიძლება იქცე ბრბოს ნაწილი. ბრბოს, რომელიც უგუნური, უსულო, ვიღაცაზე მორჩილია. ბრბოს ნაწილი, რომელიც მიისწრაფვის რაღაც ბოროტული მიზნისკენ და ბრბოს ნაწილი, რომელის მსხვერპლი არა მხოლოდ მის მიერ შერჩეული ,,დამნაშავეა'', არამედ ის ვინც, ბრბოს ნაწილი ხდება და ვინც სჩადის ამ უგუნურებას.

,,ვისაც შეუძლია ბრბოს შეცდომაში შეყვანა, მისი მბრძანებელი ხდება, ხოლო ვინც ცდილობს ბრბოს გონზე მოყვანას, მის მსხვერპლად იქცევა ''












Comments