ავტორი : ანანო სურმანიძე
უსამართლობის მორევი
რა არის იმაზე უფრო ძნელი, ვიდრე მიგაკრან დამნაშავის სტატუსი და დააკარგო ყველანაირი ღირებულება საზოგადოების თვალში? ხშირად ვამბობთ, რომ სხვისი აზრი არ გვადარდებს, სინამდვილეში კი ჩვენი ყველაზე დიდი სადარდებელი ეს არის.როგორია, იყო დამნაშავე ბრბოს თვალში? ეს იმას ჰგავს, ყელში ბურთი რომ გაგეჩხირება, თვალებზე სიმწრის ცრემლი რომ მოგადგება და უსუსურობისგან არ იცი, რა გააკეთო. თითქმის იგივეა, ოღონდ ერთი განსხვავებაა: საზოგადოება გახრჩობს.ამ წამების სიმძლავრე კი ნელი და მომაკვდინებელია.არავინ კითხულობს, რატომ აკეთებს ამას ხალხი, თითქოს მიჩვეულია ამ უსამართლო სამყაროში ცხოვრებას და არაფერს აკეთებენ ამის შესაცვლელად.რატომ იქცნენ ადამიანები დამნაშავეებად?- ამას ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს და პასუხი უმალვე ისახება ჩემს გონებაში: რა თუ არა ის, რომ ამდენი უსამართლობის ფონზე, რომელსაც ყოველდღიურად ვხვდებით, როგორ უნდა შეინარჩუნო ადამიანობა? ნელ- ნელა გიჩნდება სურვილი, გახდე დამნაშავე უკანასკნელ წვეთამდე ცდილობ, არ ჩაიძირო ამ მორევში, მაგრამ ის გიზიდავს.ძნელია, როცა ლუკმაპურის შოვნის სინდისიერი გზები მოჭრილი გაქვს და გიწევს ამის გამო მოიპარო,გაძარცვო. როცა სამართალს ფასი არაა აქვს, გიწევს შენივე გზებით იპოვო სამართალი.ამ ყველაფრის გამო სასჯელს იხდი, გამოდიხარ და უფრო დიდი უბედურების წინაშე დგახარ, რადგან ყველა ცინიზმითა და უნდობლობით არის განწყობილი.თითქოს ის სასჯელი არ გეყო და კიდევ გიმატებენ.როცა ციხეში ხარ, რაღაც სურვილი გაქვს, მოტივი გინდა, რომ თავისუფალი იყო. როცა განთავისუფლებენ კი ცხოვრებას ფასი ეკარგება.თუნდაც ავიღოთ ილია ჭავჭავაძის “სარჩობელაზედ”. ბიჭები სწორედ საზოგადოებამ გახადა დამნაშავეები და შემდეგ აღშფოთებულები დარჩნენ იმით, თუ როგორ იქცნენ ბიჭები ასეთები.ჩვენ მხოლოდ ის გვავიწყდება,
რომ სხვის უბედურებაში ჩვენ ვართ დამნაშავეები.დღევანდელი რეალობა სრულად გვაკარგვინებს ადამიანურ სახეს.
და განა რა არის ჭეშმარიტება ამ უსამართლო სამყაროში?
Comments
Post a Comment