რას ემსხვერპლა დამნაშავე?

                                                                                                                           ავტორი : ნინო ანთიძე                                                       

                                                                  რას ემსხვერპლა დამნაშავე?

მას შემდეგ ,რაც საზოგადება ახალი დანაშაულის შესახებ გაიგებს, დიდი დისკუსია იწყება. ყველა ახალ ამბავზე საუბრობს, დაწყებული სადარბაზოს ბებოებიდან, ამბის განსაკუთრებული გახმაურების შემთხვევაში,სერიოზული ტელევიზიებით დამთავრებული. დასხდებიან ბებოები სადარბაზოს წინ სკამებზე და იწყება უსერიოზულესი განხილვა,სასამართლო პროცესი თუ გნებავთ. იხსენებენ ყველაფერს, როგორი ოჯახიდან მოდის, ვინ გაზარდა, როგორი იყო, როგორ ყოველთვის, ან მაშინვეეგრევე ეტყობოდა რაც იყო, ან რომ ვერასდროს მიხვდებოდი, ასე უცებ რა შეემთხვა. აქა-იქ, ახალი თაობის ლანძღვით და, ზოგადად, ქვეყნის ხელიდან წასვლით ნაჯერი დისკუსია, თითქმის ყოველთვის მთავრდება ფრაზით: „გიჟი იყო ალბათ“.აი, ასე დაძაბული,ათასჯერ განასკვული და გაკვანძული ისტორია იხსნება ერთი ფრაზით. ამის შემდეგ, იშლებიან ისინი და აღარასოდეს საუბრობენ ამ შემთხვევაზე არც ანალიზის,და მით უმეტეს,არც რამის გამოსწორების მიზნით.ბებოების ამბის მოსმენა სასაცილოა, მაგრამ ამავდროულად ბადებს კითხვას, მართლა შეიძლება თუ არა, დადგინდეს დამნაშავის გადამნაშავება? რამემ შეცვალა ის, იმოქმედა მასზე ან მიაღებინა გადაწყვეტილება,იქნებ მართლა გიჟი იყო?ან იქნებ დამნაშავეც ემსხვერპლა რამეს?

სწორედ ამ პრობლემატიკას ეხმაურება ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საოზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის, ნაწარმოები „სარჩობელაზედ“.ნაწარმოები, რომელიც მოგვვითხრობს ცხოვრების სიძნელეებისაგან სასოწარკვეთილ ძმებზე. მთავარი პერსონაჟი, მეურმე პეტრე, რომელიც თავის სოფელში პატიოსნეობითა და კეთილი გულთაა ცნობილი, გულგრილი ვერ რჩება იმ ორი ძმის წინაშე, რომლებიც მასთან დახმარების სათხოვნელად მივლენ. პეტრე მათ გაუმასპინძლდება, მათ მდგომარეობას გულთან ახლოს მიიტანს, თუმცა დილით გაღვძებისას აღმოაჩენს, რომ ბიჭები მოპარული ფულით გამოპარულან. პეტრე, ამ ამბით, შეურაცხყოფილი რჩება. ეს გრძნობა მას დიდი ხანია თან სდევს. უკვე ოთხი წელი გავიდა და, აი, მათი გზები სახრჩობლაზე გადაიკვეთა. ბიჭების თავგადასავალი ძალიან მტკივნეულია, მათი საცხოვრებელი პირობების გამო მათ დიდი დანაშაულის ჩადენა მოუწევთ და კაცის მკვლელობის ცოდვას ისინი ახლა საკუთარ მხრებზე ატარებენ. გასაკვირი არ არის, რომ ეს ამბავი შუმჩნეველი არ დარჩა... უფროს ძმას სიკვდილით სჯიან.

სწორედ აქ იკვეთება საზოგადოებისა და ბრბოს ხვედრი დამნაშავის სასჯელში. პეტრეს მართლაც არ შეშლია და სწორად დაუნახავს ბიჭების პატიოსნეობა, რადგან მათი ქურდობა, ისევე როგორც, მამინაცვალის მკვლელობა, თავიდანვე გამოწვეული იყო იმ სოციუმითა და გარშემოყოფი პირობებით, რომლის მათ საკუთარ ტყავზე გამოცდა მოუწიათ. თითქოს არჩევის შესაძლებლობაც კი აღარ რჩებოდათ, რადგან ორივე შემთხვევაში, კითხვა უფრო ღრმა არჩევანს ეხებოდა, არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ან ქურდობა, ან შიშლისაგან სიკვიდილი. ან მკვლელობა, ან ცხოვრების ბოლომდე, ძალადობისაგან ტანჯვა. სოციუმმა ,რომელმაც არ იხსნა ბიჭები,არც შიმშილისა და არც ძალადობისგან, სოციუმმა, რომელმაც ზურგი აქცია ორ ბავშვს, რომლებიც უყურადღებობით სასიკვდილოდ გაიმეტა, თვითონვე მისცა მათ დანა ხელში და ნაბიჯ-ნაბიჯ დაუგეგმა დანაშაული...

იმავე საკითხს ეხება, ასევე მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე რუსი მწერლის, ფეოდორ დოტოევსკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „დანაშაული და სასჯელი.“ რომანის ყურადღების ცენტრში, მთავარი გმირი როდიონ რასკოლნიკოვია, ერთი ღარიბი სტუდენტი, რომელიც, საზარელ ცოდვას სჩადის და მოხუც დედაბერს კლავს. ერთი შეხედვით, მისი დანაშაული უპატიებელია, რადგან ეს არ იყო თავდაცვისათვის ჩადენილი მვლელობა, არამედ სარგებლის გამორჩენის მიზნით. თუმცა, მოგვიანები ვიგებთ, თუ რამდენად კეთილი ბუნებისა და გულის პატრონია ის, და როგორ განსხვავდება იმ მოხუცისგან, რომელიც ფულს შოულობდა იმით, რომ სესხს აძლევდა იმდენად სასოწარკვეთილ ხალხს, რომელსაც ფული არ ყოფნიდათ ისეთ აუცილებელ რესურსებზე, როგორიც იყო საკვები და სასმელი წყალი. რომელმაც იცოდა, რომ ვერც ერთი მისი მევალე ფულს ვერ დააბრუნებდა, თუმცა, ამის და მიუხედავად, მეტიც, პროცენტს ახდევინებდა. ამგვარ მახეს წამოეგო მთავარი გმირიც,

რომელსაც ამ ქვეყნად არაფერი ებადა. ამიტომაც გადაწყვეტს როდიონი მოხუცის მკვლელობას.

ის ხვდება, რომ ამიერიდან საკუთარი ცხოვრების ბოლომდე ამ უდიდეს ცოდვას თან დაატარებს, მაგრამ, ასევე სიამოვნებს იმის გაცნობიერბა, თუ რამდენი სასოწარკვეთილი ადამიანი დაიხსნა ამით მან და რამხელა შვება მიანიჭა მათ. მთავარი გმირი, საკუთარ თავს, სხვების კეთილდღეობისთვის სწირავს, რითაც, უსამართლობის ხარჯზე მოპოვებული სამართალის სიმბოლო ხდება.

თითოეული დამნაშავე, დანაშაულს საკუთარი ინდივიდალური მიზეზებს გამო სჩადის, სადაც დიდია ადამიანის ფსიქოლოგიური ფონისა და გენეტიკური განწყობის ხვედრი. თუმცა, ამგვარი მიზეზების მრავალრიცხოვნობის გამო, ხშირ შემთხვევაში, შეუმჩნეველი რჩება ადამიანის ცხოვრების უმთავრესი ნაწილი - საზოგადოება.

საზოგადოება, რომელმაც გვშვა, რომლმაც აღგვზარდა, რომელმაც თვალი დახუჭა იმ სირთულეებზე, რომელში ცხოვრებაც გვაკისრა და ხელში დანა დაგვაკავებინა. დამნაშავის დანის მსხვერპლი ადამიანი გახდა, თუმცა ყველა დამნაშავეც ხომ საზოგადოებას ემსხვერპლა?!.




Comments